Tuesday, January 12, 2016

დღე #7

დღეს უკვე 1 კვირა გავიდა, ჩემი მეგობრები უკვე მეუბნებიან "ლოყები ჩამოგითხელდა", "შეიფერთხე და ა.შ. ესე იგი უშედეგოდ არ ვართ სწორ და ჯანსაღ კვებაზე. აღნიშნული კომენტარები სტიმულსაც აძლიერებს და დასახულ მიზნამდე უფრო შემართებით მიყავხარ.

მაშ ასე, გადავიდეთ დღევანდელ დღეზე.
  • საუზმე 
1 ნაჭერი ყველი და უშაქრო ჩაი (90კკ +5 კკ). სულ: 95კკ
  • სადილი
დღეს სადილად გადავწყვიტე სალათი გამეკეთებინა. 
შემადგენლობა:
  1. 400 გრ. კომბოსტო (100გრ. 30კკ)
  2. 1 ც. სტაფილო (29 კკ)
  3. 200 გრ 15%-იანი არაჟანი (100 გრ. 161კკ)
  4. 150 გრ. ქათმის ფილე (100 გრ. 133 კკ)
(სულ 563 კკ)

კალორიების ჯამმა არ შეგაშინოთ, რადგან ეს არის დიდი პორცია, რომელიც 3-4 ჭამაზე გეყოფათ, კალორიების ჯამს გავყოფთ 3-ზე ან 4ზე, გააჩნია როგორ გადავანაწილებთ. მე მაგალითად 4-ად გადავანაწილე ანუ 563/4= 141კკ. ე.ი. ჩემი დღევანდელი სადილის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენდა 141 კკ-ს.


  • ვახშამი
იმდენად მომეწონა ეს სალათა, რომ ვახშამზეც იგივე გავიმეორე. ე.ი. + 141 კკ.

ჯამი: 377

ჯამი საკმაოდ ცოტა გამოვიდა, სავარაუდოდ ორგანიზმი ვერ მიიღებს საკმარის ენერგეტიკას და მოშიების შემთხვევაში მივირთვათ ხილი (ბანანის გარდა) 

Monday, January 11, 2016

დღე #6

დღევანდელმა დღემაც წარმატებით ჩაიარა. გთავაზობთ #6-ის კვების რაციონს.

  • საზუმე
2 შემწვარი კვერცხი მიკროტალღურ ღუმელში (უზეთო, უმარილო) და 1 ნაჭერი ყველი     (150+90 ) 240 კკ.


  •  სადილი
დღეს სადილად წიწიბურა და ქათმის ფილე მივიღე. ქათმის ფილე შემწვარი ჰალოგენ ქურაში უზეთოდ და უმარილოდ.



  • წიწიბურა 150 გრ. (100გრ 326კკ) 
  • ქათმის ფილე 100 გრ (133 კკ)

  • ვახშამი 
მხოლოდ ნახევარი 0%-იანი ხაჭოთი შემოიფარგლა. (76კკ)
სულ: 918 კკ. დღეს თითქმის ზღვარს მივაღწიე. (დღეში 998 კკ მჭირდება)


Sunday, January 10, 2016

დღე #5


გთავაზობთ კიდევ ერთ ჯანსაღ დღეს. თხოვნა იყო, რომ ისევ მიმეწერა კალორიები, ასე რომ თქვენს თხოვნას ვასრულებ და ისევ მიგიწერთ კალორიებს.
  • საუზმე
დღეს ჩემი საუზმე შედგებოდა უშაქრო ყავისგან და 2 მოხარშული კვერცხისგან.

(2 კვერცხი 150 კკ + უშაქრო ყავა10კკ) 
სულ:160 კკ
  • სადილი
როგორც შევთანხმდით სადილი უნდა იყოს დატვირთული, რათა მთელი დღე წინაა მოსანელებლად, გვჭირდება ენერგია - ენერგიის წყარო კი საკვებია. რამდენიმეჯერ მივიღე არაჟანი, გამოხმაურება მოყვა არაჟანი დიეტური არ არის და არ შეიძლება მიღებაო. 15%იანი არაჭანი 100გრ-ზე შეიცავს 161 კალორიას, ჩემს რეკომენდაციებში 1 ან მაქს. 2 სადილის კოვზია ნახსენები, რომელიც 50-60 გრამს შეიცავს. საშუალოდ, რომ ვიანგარიშოთ 88 კალორიას შეიცავს. შესაბამისად არ წარმოადგენს არანაირ დაბრკოლებას.

  • 2ც. გახელილი სტაფილო 
  • 1ც. ბულგ. წიწაკა
  • 2 ნაჭერი ყველი
  • 2 სადილის კოვზი არაჟანი
კალორიულობა:
  • 1 ც. სტაფილო 29კკ  x2 = 58
  • 1ც. ბულგ. წიწაკა 26
  • 1 ნაჭერი 90კკ x2 = 180
  • არაჟანი 100გრ 161 კკ. (ჩემ შემთხვევაში 88 კკ)
სულ: 352








  • ვახშამი
დღეს სახლში 8 საათზე მოვედი, სანამ ვახშამს მოვიმზადებდი დაგვიანდებოდა ჭამა ამიტომ იოგურტით და 1ც. ფორთოხლით შემოვიფარგლე.



  • ამ იოგურტი კალორიულობა100 გრ. 93 კკ. სანამ იყიდით შეამოწმეთ ენერგეტიკული ღირებულება, რადგან დღეს რომ ვარჩევდი სხვადასხვა კალორიულობის იყო. ყველაზე დაბალი ეს მომხვდა. მესამედი მივიღე 590/3 არის 200მდე გრ. ამიტომ 180 კალორია ვიანგარიშოთ. 
  • ფორთიხალი 70 კკ.
სულ: 250 კკ.










რომ დავაჯამოთ 160+352+250 = 762 კკ.
მშვენიერი შედეგია,
გისურვებთ სასურველ შედეგს! 


Saturday, January 9, 2016

დღე #4

ამ სამი დღის განმავლობაში ვიღებდით მხოლოდ მშრალ საჭმელებს და უზეთოს. ახლა დროა დღეს წვნიანიც მივიღოთ. ცხიმის მიღება პერიოდულად აუცილებელია, რათა ავირიდოთ კოლიტი.

  • საუზმე
დღეს ჩემი საუზმე უშაქრო ყავით და 2 მოხარშული კვერცხით შემოიფარგლა, რაც ნორმალურია.


  • სადილი

ვინაიდან ჩვენ გვინდა წვნიანი მივიღოთ ჯანსაღი საკვების სახით, ცხიმისთვის ვიყენებთ ზეითუნის ზეთს (ზომიერად). კარტოფილის გარეშე და ნაკლებ მარილიანი. დღეს ჩემი სადილი იყო სოკოს წვნიანი.  შემადგენლობა: სოკო, ზეითუნის ზეთი, მწვანილი, წყალი, უცხო სუნელი.

  • ვახშამი
ვახშმად მიიღეთ ხაჭო და კეფირი.

მოშიებისას მიირთვით ხილი!


დღე #3


საუზმე. დღეს დატვირთული რეჟიმის გამო ვერ მოვახერხე საუზმის მიღება, მაგრამ შევჭამდი 2 მოხარშულ ქათმის სოსისს

სადილი. შემწვარი მჭლე ხორცი უზეთოდ - ჰალოგენ ქურით (თქვენ თუ არ გაქვტ ეს მოწყობილობა შეგიძლიათ ისარგებლოთ ელ. ღუმელით ან მიკროტალღური ღუმელით, რომელსაც გააჩნია "გრილის" ფუნქცია) ან უბრალოდ მოხარშეთ. ნახევარი ხაჭო, ტომატი. კეფირი (კეფირი ამოვწურე მესამე დღეს).





ვახშამი. მე 1 ბანანი და 2 მწვანე ვაშლი მივიღე, რადგან სახლში შესვლა ვერ მოვახერხე. თქვენ გირჩევთ მიიღოთ მხოლოდ ბოსტნეული, რადგან დღეს ხორცი ორჯერ გამოგივიდათ. გახეხეთ სტაფილო, სალათის ფოთოლი დაჭერით და აურიეთ 1 ან მაქს. 2 სადილის კოვზ არაჟანში.


გისურვებთ სასურველ შედეგს. 

Thursday, January 7, 2016

დღე #2


  1. ვიწყებთ საუზმით. სასურველია ვისაუზმოთ 9 სთ-დან10 სთ-მდე.
  • 1 ცალი გახეხილი სტაფილო 
  • 1 ნაჭერი უმარილო ყველი
  • ნახევარი შეკვრა ხაჭო (0%-იანი ეკო შეფუთვა)
  • 1 სადილის კოვზი არაჭანი

2. სადილი (13:00-დან 14:00-მდე). როგორც უკვე აღვნიშნე სადილი უნდა იყოს ნოყიერი

  • 1 ნაჭერი ყველი
  • 1 ცალი გახეხილი სტაფილო
  • ნახევარი შეკვრა ხაჭო
  • თევზის ნაჭერი მოხარშული
  • კეფირი
  • 1 სადილის კოვზი არაჟანი



3. ვახშამი 18:00-19:00
  • 1/5 კიტრი - 7,5 კკ
  • პომიდორი  - 15 კკ
  • ხაჭო 1/2 40კკ
  • ბეკონი - 90 კკ
  • ყველი 1/5 - 45 კკ 


მოშიების შემთხვევაში მიირთვით ხილი!
გისურვებთ წარმატებებს!

Wednesday, January 6, 2016

დღე #1

პირველ რიგში, აუცილებელია ძილის მოწესრიგება, ალკოჰოლოს ამოღება. ეს აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში და დაკლების შედეგს აჩქარებს.

1. საუზმე. საუზმე აუცილებელია ვინაიდან ენერგიაზე მოხვალ, არ მოითენთები და ხასიათსაც გამოგიკეთებს. დღეს ჩემი საუზმე :

  • 2 მოხარშული კვერცხი (150კკ/ჯ)
  • ბეკონის ნაკუწები (30 კკ/ჯ)
  • ნახევარი ნაჭერი უმარილო ან ნაკლებმარილიანი ყველი (45კკ/ჯ)
  • 1 ცალი პომიდორი (15 კკ/ჯ)
სულ: 240კკ/ჯ











2. სადილი. სადილი უნდა იყოს. 14:00-15:00 შუალედში. საუზმესთან და ვახშამთან შედარებით დატვირთული.

  • 1 ცალი მოხარშული ქათმის ფილე 243კკ/ჯ
  • 1 ნაჭერი ბეკონი 120 კკ/ჯ
  • 1 ნაჭერი ყველი (უმარილო ან ნაკლებ მარილიანი) 90 კკ/ჯ
  • ტომატი (არ არის რეკომენდირებული)




სულ: 453 კკ/ჯ








ვახშამი. ვახშამი უნდა იყოს მსუბუქი, მე დღეს მხოლოდ ხილის ასორტი გავაკეთე, თუმცა ეს არ ჩაითვლება ვახშმად. ვახშმის შემდეგ როცა მოგშივად უნდა მიირთვათ ხილი.


  • 1 ც ფორთოხალი 70 კკ/ჯ
  • 1 ც კივი 49კკ/ჯ
  • 1 ც მანდარინი 38კკ/ჯ

სულ: 157 კკ/ჯ








დღეში გამომივიდა 850 კალორიის მიღება.
შენიშვნა: გამოითვალეთ თქვენი კალორიების მიღება და მიიღენ მისი ნახევარი!